მასწავლებელთა მხარდამჭერი აქცია უნგრეთში

06 ოქტომბერი 2022, 10:50 571 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქში მასობრივი აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები მასწავლებელთა ხელფასების ზრდის მოთხოვნით და პროტესტის გამო გათავისუფლებული პედაგოგების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

გასულ წელს პედაგოგებს მთავრობამ გაფიცვის უფლება შეუზღუდა, გასულ კვირას კი პროტესტის გამოხატვის გამო რამდენიმე მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა გადაკეტეს ბუდაპეშტის ხიდი, ასევე სტუდენტებმა მასწავლებელთა სოლიდარობის ნიშნად რამდენიმეკილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

მთავრობის განცხადებით, მასწავლებელთა ხელფასები მას შემდეგ გაიზრდება, რაც ევროკომისია ევროკავშირის აღდგენის ფონდიდან უნგრეთს თანხას გამოუყოფს, რომელიც ბრიუსელმა ბუდაპეშტს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაუბლოკა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი