სასამართლო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფმა განხილვები დაასრულა

03 ოქტომბერი 2022, 12:02 686 ნახვა

ევროკომისიის რეკომენდაციებზე  შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა.  დოკუმენტი ცოტა ხნის წინ  საზოგადოებას სპეციალური ბრიფინგით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააცნო.

როგორც ანრი ოხანაშვილი ამბობს, დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.   

აუცილებელია გაგრძელდეს ქართული მართლმსაჯულების შემდგომ განვითარებაზე მუშაობა, ვინაიდან მაინც რჩება გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას - ნათქვამია დოკუმენტში.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი