"ბათუმმა" "ლოკომოტივი" 45-0 დაამარცხა

01 ოქტომბერი 2022, 18:16 808 ნახვა

საქართველოს რაგბი დიდი 10-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და დიდი ანგარიშით 45-0 დაამარცხა.

ამ მოგების შემდეგ ბათუმელებმა ბონუს ქულა მოიპოვა და გათამაშების ცხრილში სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
"ბათუმის" შემადგენლობიდან 2  ლელო  ნიკა ნინიძემ დადო, ხოლო თითო ლელო ურჯუკაშვილის , ძნელაძის , ფოფხაძის , ფრუიძის და ჯიჯავაძის ანგარიშზეა.
 
4-ჯერ ზუსტად მამუკა ნინიძემ გარდასახა ,ხოლო ერთი გარდასახვა ჯინჭველაშვილმა შეასრულა.
4 ტურის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი "ბათუმი" 9 ქულით მე-6 ადგილზე დაწინაურდა.

მომდევნო ტურში 8 ოქტომბერს  "ბათუმი" გასვლაზე ქუთაისში "აიას" ესტუმრება.
15 ოქტომბერს კი რაგბი ევროპის სუპერ თასსზე საკუთარ კედლებში " რუმინელ მგლებს" მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში