მოსახლეობა ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარებას ითხოვს

30 სექტემბერი 2022, 11:05 580 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში,  შაინიძის  უბანში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ სოფელში ფაროსანა მომრავლდა, რომელიც ბოსტნეულ კულტურებს ანადგურებს. 

მოსახლეობა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის და ბაღების შეწამვლას ითხოვს. მათი თქმით, სოფლის რწმუნებულს რამდენჯერმე მიმართეს,  თუმცა უშედეგოდ.

მოსახლეობის პრეტენზიას  ქობულეთის მერია წერილობითი გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმართეს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და  რამდენიმე საათში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ფაროსანასთან ბრძოლის საბჭო მისი ტექნიკური რესურსით მოახდენს შეწამვლას.

სოფლებში  იმუშავებს 31 ერთეული სპეცტექნიკა,  ტერიტორიები დამუშავდება თერმული ნისლით.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი