ირანში საპროტესტო აქციებს ათობით დაღუპული ჰყავს

28 სექტემბერი 2022, 10:49 529 ნახვა

მხარი დაუჭირეთ ირანს ისევე, როგორც მხარს უჭერთ უკრაინას.  ამ ლოზუნგით ირანელი დემონსტრანტები დასავლეთ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ისინიც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის იბრძვიან.  ირანის ქალაქებში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს  სპეცრაზმი და უშიშროების ძალები არბევენ.

დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ. ქვეყანაში მღელვარება  22 წლის ირანელი ქალის  მაჰსა ამინის ზნეობის პოლიციაში გარდაცვალებას მოჰყვა. მას ჯიჰაბის ტარების წესების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. 

პოლიციასთან შეტაკებების შედეგად არიან დაღუპულები.  ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა.

ირანელი დემონსტრანტების მხარდასაჭერი საპროტესტო აქციები  მთელ მსოფლიოში იმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში