რუსეთის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

27 სექტემბერი 2022, 10:18 1161 ნახვა

რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის 11 ბავშვია. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია უდმურტეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

თავდასხმა იჟევსკის სკოლაში გუშინ დილით მოხდა. სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 1988 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, სკოლაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მომხდარის გამო, რეგიონში ოთხდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი