ბათუმელი კესარია მგელაძე მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერია 

24 სექტემბერი 2022, 10:25 3099 ნახვა

ერთდღიანი შესვენების შემდეგ ბათუმში კადეტ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 სექტემბერს მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა.

12-წლამდელ გოგონებში შესანიშნავად ითამაშა კესარია მგელაძემ, რომელმაც თეთრი ფიგურებით ყაზახ მოჭადრაკეს სძლია და 6.5 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში ერთპიროვნულად მოექცა.

ქართველ მოჭადრაკეს ნახევარი ქულით ჩამორჩება აზერბაიჯანელი ხანიმ ისმაილოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი