ევროკავშირმა პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს - ბორელი

24 სექტემბერი 2022, 11:06 666 ნახვა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი  წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირმა არ უნდა უგულებელყოს რუსეთის პრეზიდენტის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ამასთან დაკავშირებით ბორელმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, უნდა გამოიძებნოს დიპლომატიური გადაწყვეტის გზა, რომელიც "უკრაინის სუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს". 

21 სექტემბერს  პუტინი დაიმუქრა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი