ომის 212-ე დღე

23 სექტემბერი 2022, 11:06 701 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება. გვიან ღამით ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპანტების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად განადგურდა რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი, არიან დაშავებულებიც.

გასული დღე- ღამის განმავლობაში დონეცკის ოლქში კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა რუსულ აგრესიას, ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

პაველ კირილენკოს თქმით, დაშავებულია 17 ადამიანი, გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში კი ამ დროისთვის შეუძლებელია. უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 27 საჰაერო იერიში განახორციელა. დაიბომბა დნეპროპეტროვსკიც, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. 2 200-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ბოლო მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში 391 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, 771 კი დაშავდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი