რუსეთში პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გაიმართა.
განსაკუთრებული აქტივობით ციმბირის მცხოვრებლები გამოირჩეოდნენ. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 38 ქალაქში გამართულ აქციებზე 1400-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეებთან ერთად ჟურნალისტებიც დააკავეს.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ „ბირთვული შანტაჟის“ გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.