ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ადგილობრივი დროით 16:00-ზე.
16 სექტემბერს ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარზე შეტაკებები განახლდა. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურში აცხადებდნენ, რომ ტაჯიკები ყირგიზეთის საგუშაგოებს მთელი სასაზღვრო პერიმეტრის გასწვრივ თავს ესხმოდნენ. შეტაკებებში იყენებდნენ საარტილერიო დანადგარებსაც.