ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

15 სექტემბერი 2022, 12:02 451 ნახვა

„კოვიდ-19“-ის პანდემიის დასასრული მხედველობის არეშია, „ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ დასასრული ჩანს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიო არასოდეს ყოფილა უკეთეს მდგომარეობაში პანდემიის დასასრულებლად.დასავლური მედიის შეფასებით, ვირუსმა, რომელიც გაჩნდა ჩინეთში 2019 წლის ბოლოს, თითქმის 6.5 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა და 606 მილიონი დაინფიცირდა. პანდემიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა გლობალურ ეკონომიკას და ჯანდაცვის სისტემას.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ კვირას „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების სტატისტიკა ყველაზე დაბალი იყო 2020 წლის მარტის შემდეგ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი