ბრიტანეთის დაწვერვა უკრაინული მხარის კონტრშეტევებზე

11 სექტემბერი 2022, 14:30 451 ნახვა

ბრიტანეთის დაზვერვაში უკრაინის ჯარების წარმატებაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ჯარები ხარკოვის რეგიონში მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაბრუნებას აგრძელებენ. განცხადებაში აღნიშნულია რომ რუსეთმა ხარკოვის რეგიონებიდან თავისი შენაერთები გაიყვანა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქების, კუპიანსკისა და იზიუმის გარშემო ბრძოლა გრძელდება. დაზვერვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა 7 სექტემბერს არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს უკრაინიდან აგვისტოს შემდეგ 60 000 ტონა ექსპორტირებული მარცვლეულის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს, სინამდვილეში კი უკრაინული მარცვლეულის 30% აფრიკის, შუა აღმოსავლეთისა და აზიის დაბალ და საშუალო შემოსავლიანმა ქვეყნებმა მიიღეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში