დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ

11 სექტემბერი 2022, 11:42 652 ნახვა

ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ. დიდ ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვის დღე გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად უქმედ გამოცხადდა. დედოფლის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. რა ხდება პარალელურად სამეფო ოჯახში? - ჰარისა და უილიამს შორის დაპირისპირება დასრულდა - ძმები, საჯაროდ ერთად გამოჩნდნენ. მეფე ჩარლზ მესამემ შვილებს მოუწოდა, სამგლოვიარო დღეების ფონზე, საკუთარი დაპირისპირება გვერდზე გადადონ, ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.  როგორც "დეილი მეილი" წერს, პრინცმა უილიამმა, გადაწყვიტა, წერტილი დაესვა ძმასთან განხეთქილებისთვის და ჰარის სთხოვა, უინძორის სასახლესთან შეკრებილ ადამიანებთან ერთად გასულიყვნენ. ჰარისთან და უილიამთან ერთად იყვნენ მეგან მარკლი და ქეით მიდლტონიც. "შესანიშნავი ოთხეული", როგორც მათ გულშემატკივრები უწოდებენ, 40 წუთის განმავლობაში ათვალიერებდნენ დედოფლის ხსოვნის პატივსაცემად სასახლესთან მიტანილ ყვავილებს. ბოლოს წყვილები ერთად 2020 წლის 9 მარტს გამოჩნდნენ, თანამეგობრობის დღეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში