უკრაინის წარმატებული კონტრშეტევები

10 სექტემბერი 2022, 17:53 463 ნახვა

უკრაინული მხარე წარმატებას რამდენიმე მიმართულებით აღწევს. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი იზიუმი დატოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „თავისუფლების ლეგიონის“ მებრძოლებზე დაყრდნობით ავრცელებს. ქალაქ კუპიანსკის გათავისუფლებას ადასტურებს ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმდჯომარის მრჩეველი. ნატალია პოპოვამ უკრაინელი სამხედროების ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინელი მებრძოლები საკრებულოს შენობის წინ ეროვნული დროშით დგანან. BBC-ის ცნობით კუპიანსკი იზიუმის რაიონში საკვანძო პუნქტს წარმოადგენს, რომელსაც რუსული ძალები მომარაგებისთვის იყენებენ. ამ ქალაქის დაკარგვა კი მათ მომარაგებას მკვეთრად გაურთულებს. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლების შესახებ, აღნიშნულ ფაქტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობა ადასტურებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში