სიეტლში მასწავლებლები გაიფიცნენ

08 სექტემბერი 2022, 12:03 531 ნახვა

სიეტლში საჯარო სკოლების მასწავლებლები გაიფიცნენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას,  ხელფასების, შეღავათებისა და  სოციალური მუშაკების  რაოდენობის   გაზრდას ითხოვენ.  სიეტლის მასწავლებელთა ასოციაციამ და პროფკავშირებმა, რომლებშიც 6 ათასზე მეტი მასწავლებელია  გაერთიანებული, სამშაბათს განაცხადა, რომ  მისი წევრების 95 %-მა კენჭისყრაზე გაფიცვას დაუჭირა მხარი.  გაფიცვის გამო ვაშინგტონის შტატის   საჯარო სკოლების ყველაზე დიდ სისტემაში 47 ათასი მოსწავლისთვის სკოლის კარები სწავლის დაწყების პირველი დღეს დაიკეტა.  110 სკოლის წინ  მასწავლებლები  წითელი მაისურებით გამოვიდნენ- წარწერით „გაიფიცეთ ახლა“. ისინი სკანდირებდნენ, რომ   მასწავლებლები  ერთად არასდროს დამარცხდებიან. გაფიცულებს ავტომობილის მძოლები სიგნალებით უჭერდნენ მხარს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი