არ უნდა გავიმეოროთ შეცდომები, რომლებიც დავუშვით საქართველოში - კალასი

04 სექტემბერი 2022, 20:01 477 ნახვა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ჰაიეკის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა.

ამავე კონტექსტში საუბრისას კალასმა საქართველოც ახსენა და რუსულ აგრესიაზე დასავლეთის სუსტ რეაქციას გაუსვა ხაზი.კალასმა შეცდომა უწოდა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რა დროსაც უკრაინასა და საქართველოს მაპი არ მიანიჭეს.

მანვე აღნიშნა, რომ დასავლეთმა არ შეიძლება გაიმეოროს ის შეცდომები, რაც 2008 წელს დაუშვა..

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში