პუტინის ომი უკრაინაში

03 სექტემბერი 2022, 10:50 558 ნახვა

რუსეთის აგრესია უკრაინაში გრძელდება. გასული დღე ღამის განმაცლობაში დონეცკის ოლქში დაბომბვას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი.

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი „გრადის“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს, დაშავდა 1 ადამიანი. ოკუპანტებმა დაბომბეს ნიკოპოლის რაიონიც, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სლავიანსკში მასობრივი იერიშის შედეგად განადგურდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და საბავშვო ბაღი. კიევის ოლქში კიდევ რამდენიმე მასიური სამარხი აღმოაჩინეს, 100-მდე ცხედარი იდენტიფიცირებულია.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების 3 საზენიტო სარაკეტო სისტემა და რამდენიმე ჯავშანმანქანა გაანადგურეს.

უწყების ცნობით, გრძელდება  მოწინააღმდეგის მართვისა და კონტროლის სისტემის და ლოგისტიკური მხარდაჭერის მოშლა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი