"დინამო" ბათუმმა "თელავი" დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა

01 სექტემბერი 2022, 23:36 963 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 24-ე ტურში "დინამო" ბათუმმა საკუთარ მოედანზე "თელავი" მიიღო და დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში ნავალოვსკის გადაცემის შემდეგ მათე ვაწაძემ გახსნა და ბათუმელებმა ტაიმი 1-0 მოიგეს.

მეორე ნახევარში მასპინძელებმა შეტევებს უფრო მოუმატეს და მეტოქეს კიდევ 3 უპასუხო გოლი გაუტანეს.
69-ე წუთზე ფანცულაიამ ჯერ  ცვლილებაზე შემოსულ ბიძინაშვილს გაატანინა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა ჯაბა ჯიღაურს გაუკეთა.

მატჩის კომპენსირებულ დროში კი მამუჩაშვილის გადაცემით თავით ფანცულაიამაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.

24 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 57 ქულით "დინამო" ბათუმი პირველ ადგილზე იმყოფება. 50 ქულა აქვს"დინამო" თბილისის, რომელიც მეორე ადგილზე არის, ხოლო სამეულს 39 ქულით "სამგურალი" ასრულებს .
25-ე ტურში.

გია გეგუჩაძის "დინამო" 6 სექტემბერს გასვლაზე წყალტუბოს "სამგურალს" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი