მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა. საქართველო „ღირსეული პარტნიორი 2022“-ს უკვე მეექვსედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნების მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.სწავლების ისტორიაში წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას იაპონის და შვედეთის შეიარაღებული ძალები.