პუტინის ომი უკრაინაში

26 აგვისტო 2022, 19:40 653 ნახვა

რუსეთის არმია განაგრძობს მცდელობას, რათა შეტევითი ოპერაცითა და მძლავრი საარტილერიო იერიშებით წაიწიოს წინ დონეცკის ოლქში, სადაც მოწინააღმდეგის მთავარ ორიენტირად ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულება რჩება.- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელ განცხადებაში. სლავიანსკის მიმართულებით რუსი სამხედროები განაგრძობენ ბრძოლას ადრე ოკუპირებული პლაცდარმების შესანარჩუნებლად და უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილების წინსვლის მოსაგერიებლად, აღნიშნავს გენერალური შტაბი, რომლის ანგარიშის თანახმად, რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ხარკოვის, კრამატორსკის, ნოვოპავლოვსკის, ზაპორიჟიესა და იუჟნობუჟსკის მიმართულებებით არსებული პოზიციები. უკრაინელებმა ლუგანსკში ოკუპანტების ბაზას დაარტყეს, ლიკვიდირებულია 200 რუსი სამხედრო - ამის შესახებ ტელეგრამზე ოლქს გუბერნატორი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი