სარკინიგზო სადგურ „ჩაპლინოზე“ თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

25 აგვისტო 2022, 10:59 762 ნახვა

დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

ჯამში ჩაპლინოს დასახლებისა და რკინიგზის სადგურის მიმართულებით რუსეთმა 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის არმიის იერიშს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტვიტერზე გამოეხმაურა და თავდასხმას სიმხეცე უწოდა.

,,გავაგრძელებთ პარტნიორებთან უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის ოფიციალური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - დაწერა ტვიტერზე ბლინკენმა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი