თურქეთში ავარიას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

21 აგვისტო 2022, 11:35 5231 ნახვა

თურქეთში, მარდინის პროვინციაში მომხდარ ავარიას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 26, მათგან 8-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თურქული მედიის ცნობით, ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და ამოტრიალდა. მოგვიანებით, საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.

ცნობისთვის,  იმავე დღეს თურქეთში კიდევ ერთი ავარია გაზიანთეფის პროვინციაში მოხდა. თურქული მედიის ცნობით, საინფორმაციო სააგენტო „იჰლასის“ სატრანსპორტო საშუალებას სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა, რის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე, 4 მედპერსონალი, 2 ჟურნალისტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში