რას აპირებენ “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილები? დღევანდელ ბრიფინგს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა: პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში,– წერს მიხეილ სააკაშვილი.მასთან ერთად პარტიაში დარჩენილ ნიკა მელიას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტებულიყო და დაშლილიყო, ჩავარდა. მისი თქმით, 20 იანვრიდან იწყება პარტიის ახალი გზა.