ხულოს საბაგირომ მუშაობა განაახლა. ბაგირგზის სადგურის კაბინის რეაბილიტაციის გამო სატრანსპორტო საშუალება ტურისტული სეზონის დასაწყისში გაჩერებული იყო.
გეგმიური შემოწმების დროს მგზავრების გადამყვანზე ტექნიკური ხარვეზები დაფიქსირდა, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი რეაბილიტაცია.
მერიამ ტექნიკური სამუშაოებისთვის 115 ათასი ლარი დახარჯა.
გასულ წელს თვითმმართველობამ რეაბილიტაცია ბაგირის სადგურსაც ჩაუტარა. ბაგირგზით სოფელ თაგოში მოხვედრა რვა წუთშია შესაძლებელი, დასახლებას აქვს ალტერნატიული საავტომობილო გზაც.
გარდა სატრანსპორტო დანიშნულებისა ბაგირს ხულოსთვის ტურისტული დატვირთვაც აქვს, იგი ევროპაში სიგრძითა და სიმაღლით მეორე ადგილზეა.