გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3“ კალათბურთში დაიწყო

10 აგვისტო 2022, 11:15 620 ნახვა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი კალათბურთში დაიწყო ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს  თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდები შეეჯიბრებიან. გამარჯვებული გუნდები ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას.

ფინალური თამაშები ბათუმის ბულვარში გაიმართება, სადაც ასევე დაგეგმილია დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საჩვენებელი თამაში პარა-კალათბურთში. ტურნირში წელს პირველად მონაწილეობენ ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც.

19 აგვისტოს გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი