ომი უკრაინაში

31 ივლისი 2022, 20:01 898 ნახვა

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქში აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება, ვითარება კრიტიკულია ასობით სოფელში, ხოლო ზოგიერთი სოფელი მთლიანად განადგურებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათვე ინფორმაციით,  რუსულმა ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს. ღამით  კი ოკუპანტებმა  ქალაქი მიკოლაივიც დაბომბეს.

როგორც მილოლაევის მერი აცხადებს „მტერმა მიკოლაივზე მასიური იერიში მიიტანა. და ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც აქამდე მომხდარა.  უკრაინის პრეზიდენტმა  დონეცკის ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი