ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან იღუპებიან, იმედი გვაქვს ამერიკული მხარე ამას ხედავს - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას უთხრა. სი ძინპინსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი ორ საათს გაგრძელდა.
მედიის ინფორმაციით, ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება ტაივანის საკითხს დაუთმეს, ამასთან ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ამერიკამ „ერთი ჩინეთის პრინციპი“ უნდა დაიცვას, შესაბამისად პეკინი ტაივანის დამოუკიდებლობასა და გარე ძალების ჩარევას მკაცრად ეწინააღმდეგება.
თავის მხრივ, თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა და ოფიციალური ვაშინგტონი სტატუს კვოს შეცვლას ეწინააღმდეგება.