პუერტო რიკოში, კუნძულ მონასთან 5 მიგრანტის ცხედარი იპოვეს. საუბარია კონტრაბანდის სავარაუდო გადატანაზე, ან მიგრანტების მიერ საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, გემზე მყოფი დანარჩენი 66 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ახლა უკვე უსაფრთხოდ არიან.
ოფიციალურ პირებს ბორტზე მყოფთა ეროვნება ამ დროისთვის არ დაუზუსტებიათ.