საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახელ კოლეგას შეხვდა

26 ივლისი 2022, 19:19 667 ნახვა

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ყაზახეთის  პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მუხტარ ტლეუბერდისთან. საუბრისას განხილული იქნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, რომელიც მოიცავს აქტიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კულტურის  სფეროებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი