პრემიერი გერმანიის ელჩს გამოემშვიდობა

25 ივლისი 2022, 17:25 859 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე, მთავრობის მეთაურმა ელჩს მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და აღინიშნა ელჩის პირადი წვლილი ამ ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში