უკრაინელი სამხედროები ისე დაასუსტებენ ოკუპანტებს, რომ შეტევას უბრალოდ ვერ შეძლებენ. ამის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავლენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინულ მებრძოლებს რუსების ძალების ამოწურვა სჭირდებათ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ძირითადი მოვლენები შემოდგომისთვის წარიმართება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            