ქობულეთში ახალი ბულვარი გაიხსნა. რეაბილიტირებულია ერთ კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლისთვისაც 8 მილიონ 100 ათასი ლარი დაიხარჯა პროექტ ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში.
ახალი ბულვარის მონაკვეთი დღეს საზეიმოდ, სხვადასხვა დეკორაციით არის მორთული. ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღესვე, ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს მასპინძლობს.
დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის სანაპიროზე დრამებისა და ფრანების შოუები, საბავშვო და სპორტული აქტივობები.
იქნება კონცერტიც, რამდენიმე ბენდი დაუკრავს და იზრუნებს ქალაქის სტუმრებისთვის და არამარტო მათთვის.