ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

23 ივლისი 2022, 10:20 959 ნახვა

ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, პორტების განბლოკვისა და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მიღებულ შეთანხმებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ გასული წლის მოსავალი, დაახლოებით 20 მილიონი ტონა, ექსპორტზე გავა.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დე ვოლ სთრით ჯურნალთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში ყოველდღიურად 30-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება.

ზელენსკიმ უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა, რადგან ეს რუსეთს გადაჯგუფებისა და გადაიარაღების საშუალებას მისცემს.

უკრაინულ საზოგადოებას მიაჩნია, რომ შეთანხმების მიღწევა, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინა თავის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი