შრი-ლანკაში საპროტესტო აქციის დარბევისას 50 ადამიანი დაშავდა

22 ივლისი 2022, 13:52 678 ნახვა

შრი-ლანკაში უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა ბანაკი დაარბიეს, რის შედეგადაც სულ მცირე 50 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. ბანაკი ქალაქ კოლომბოს ცენტრში მდებარეობს, რომელიც იქ რამდენიმე თვის წინ განათავსეს.

მედიის ცნობით, ეს 2 დღის წინ  არჩეული პრეზიდენტის მიერ მიღებული პირველი მკაცრი გადაწყვეტილებაა. 

ექსპრეზიდენტი კი მასობრივი აქციების ფონზე თანამდებობიდან გადადგა. აქციის მონაწილეები პირველადი დახმარების ნივთებზე, საკვებზე, საწვავასა და მედიკამენტებზე ქვეყანაში არსებულ დეფიციტს აპროტესტებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი