მოუწესრიგებელი ტურისტული ინფრასტრუქტურა ქობულეთში - ენმ-ის ბრიფინგი და მერიის გამოხმაურება

21 ივლისი 2022, 14:27 744 ნახვა

ოპოზიცია ქობულეთში მოუწესრიგებელ საპლაჟო ინფრასტრუქტურაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, ბულვარის რეაბილიტაციაზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა ჯებირი მალევე დაზიანდა და ახლა განმეორებითი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ოპოზიციის თქმით, ეს ყველაფერი ტურისტულ სეზონს ხელს უშლის და მსგავსი სამუშაოები მანამდე უნდა განხორციელდეს.

ოპოზიციის პრეტენზიებს ქობულეთის მერი პასუხობს. მისი განცხადებით, აღნიშნული სანაპირო ჯებირი სტიქიის შედეგად დაზიანდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი  რამდენიმე დღეში დასრულდება.

ლევან ზოიძე ამბობს, რომ ქობულეთი ტურისტული სეზონისთვის მზად არის. ის ოპოზიციას რამდენიმე დღეში განახლებული ბულვარის პრეზენტაციაზე ეპატიჟება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში