პროტესტის მეოთხე დღე

31 დეკემბერი 2016, 00:00 3019 ნახვა

უკვე მეოთხე დღეა სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა კომპანია ''აჭარისწყალი ჯორჯიას” წინააღმდეგ აქციას მართავს. პროტესტის ნიშნად ამ დრომდე კომპანიის ტექნიკისათვის  ცენტრალური გზა გადაკეტილია. მოსახლეობის მთავარ მოთხოვნად უსაფრთხოების გარანტია, განსახლება და კომპენსაცია რჩება. აქციის მონაწილეები დაშლას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. მოსახლეობას გუშინ ხულოს გამგებელი შეხვდა,  ბესიკ ბაუჩაძე აქციის წევრებს  ფერდსამაგრი სამუშაოების სადრენაჟო სისტემების მოწყობას დაპირდა, მისივე  განმარტებით გაგრძელდება  კონსულტაციები და მოლაპარაკებები კომპანიასთნ, ხოლო რაც შეეხება კონპენსაციებს და განსახლებას, მისივე თქმით, ეს გამგეობის პრეროგატივებს სცდება.  კომპანია ამ დრომდე არც მოსახლეობას შეხვედრია და არც სატელევიზიო კომენტარს აკეთებს.

ამავე კატეგორიაში