ტურნირი მინი ფეხბურთში

27 ნოემბერი 2016, 00:00 1513 ნახვა

ტურნირი მინი ფეხბურთში სკოლის მოსწავლეთა შორის დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხელვაჩაურისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. ბათუმის მე-14  საჯარო სკოლამ 4:3 დაამარცხა მოწინააღმდეგე. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. სპორტული თამაშები 11 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, სხვადასხვა სახეობაში, 4 ეტაპად მიმდინარეობს.  ტურნირში  აჭარის 6-ვე მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.

ამავე კატეგორიაში