იური ტაბატაძის მორიგი გოლი ლა ლიგა-2-ში

13 ოქტომბერი 2025, 09:31 127 ნახვა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მეცხრე ტურის მატჩი ჩაატარა „კადისმა“, რომელმაც „უესკა“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი იური ტაბატაძემ 70-ე წუთზე გაიტანა.

ტაბატაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა თავდამსხმელმა ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება 7.8 ქულა დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ამ მოგებით „კადისმა“ ლა ლიგა 2-ში 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე