პროტესტის მესამე დღე

17 ნოემბერი 2016, 00:00 1495 ნახვა

ხულოში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ვაშლოვანის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მესემე დღეა მართავს. ადგილობრივებს ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ ხულოს ცენტრალური მაგისტრალი, სადაც მხოლოდ კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” კუთვნილ ტექნიკას არ ატარებენ. აქციის მონაწილეებს ხულო მაჟორიტარი  დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე შეხვდა და კომპანიასთან შუამდგომლობას დაპირდა.  უფლებადამცველი თანმაზ ბაკურიძე  კომპანიას უპასუხისმგებლობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს, ხელისუფლებას კი დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. მოსახლეობა კომპანიის დირექტორთან შეხვედრას და გვირაბის მშენებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვენ. კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.  ჯერჯერობით სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს ხულოს გამგებლი,  რომელიც ამბობს რომ ამ ეტაპზე კომპანიასთან მოლაპარაკებას მართავს. 

ამავე კატეგორიაში