პროტესტის მესამე დღე

17 ნოემბერი 2016, 00:00 2462 ნახვა

აქციის მესამე დღე -  ხულოში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ვაშლოვანის მოსახლეობა საპროტესტო აქციას აგრძელებს. ადგილობრივებს ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ ხულოს ცენტრალური მაგისტრალი, სადაც მხოლოდ კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” კუთვნილ ტექნიკას არ ატარებენ. მოსახლეობა კომპანიის დირექტორთან შეხვედრას და გვირაბის მშენებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვენ. კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.  ხულოს გამგებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიასთან მოლაპარაკებას მართავს და  ჯერჯერობით სატელევიზიო კომენტარს ვერ გააკეთებს.

ამავე კატეგორიაში