ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

05 ივლისი 2020, 16:36 3061 ნახვა

ქედაში მომხდარი ავარიისას დაშავებული  11  წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მკურნალობას მრავლობითი მოტეხილობებით თბილისში იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადის. მრავლობითი მოტეხილობები აქვს კიდევ 2 დაშავებულს. 64  წლის ქალი,  ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ახალგაზრდა კაცი კი  პოლიტრამვით  ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.  მედიკოსების ინფორმაციით ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სოფელ მეძიბნაში მომხდარ  ავარიას 56 წლის ქალი  ემსხვერპლა.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე  მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში