საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება

29 ივნისი 2020, 19:58 1088 ნახვა

ახლა, მთავარი გამჭვირვალედ თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა - ასე ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. 8 მარტის შეთანხმების შუამავალი ელჩები პარლამენტს ცვლილებების მიღებას ულოცავენ, თუმცა წუხილს გამოთქვამენ, რომ ზოგიერთმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ელჩები ყველა მხარეს მოუწოდებენ პატივი სცენ პროცესში ჩართულ შუამავლებს. ცვლილებების მიღებას გამოეხმაურა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. უწყება მიესალმება კანონპროექტის დამტკიცებას, რომელიც უფრო პროპორციულ სისტემას უზრუნველყოფს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში