მოუწესრიგებელი საპიკნიკე ტერიტორია

03 ივნისი 2020, 10:02 1925 ნახვა

შუახევში, სოფელ ნენიაში, რეკრეაციულ ზონას, რომლისთვისაც  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს  70 ათას ლარზე მეტი გამოყო, ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება.

სარეკრეაციო ზონაში  პროექტის მიხედვით მოეწყო ფანჩატურები, სველი წერტილები, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცე, თუმცა ექსპლუატაციაში ჯერ არ შესულა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით ადგილი ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა განსაკარგავად. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა ტერიტორია დროებით მართვაში კერძო კომპანიას გადაეცეს, რისთვისაც შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, აუქციონი მესამედ გამოცხადდა. რაც შეეხება ელექტროენერგიის პრობლემას, მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემას  უახლოეს დღეებში მოაგვარებენ. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი