საქართველოში არ ყოფილა არცერთი ინფიცირებული, რომელმაც ვერ მიიღო სტაციონარული დახმარება - გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:23 1270 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით საქართველოში მოქმედი კლინიკები ეტაპობრივად ერთვებოდნენ ​კორონავირუსთან ბრძოლაში. სიტუაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ისე იყო მართული, რომ  არ დარჩენილა არცერთი ადამიანი, რომელსაც სტაციონარული დახმარება ვერ, ან არ მიიღო. 

გიორგი გახარია პარლამენტში COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საუბრობს. 

„ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი კოვიდით ინფიცირებული, რომელმაც არ ან ვერ მიიღო სტაციონარული დახმარება.

ეს არის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმის, თუ რატომ გვყავს ჩვენ სწრაფად გამოჯანმრთელებულების ამდენი რაოდენობა და რატომ არის ლეტალური კოეფიციენტი ჩვენთან ასეთი დაბალი“

ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერმა, ევროპულმა სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო. უამრავი მაგალითი იყო ევროპაში, როდესაც ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ - დარჩით სახლში და სახლის პირობებზე იმკურნალეთ. ამან რა შედეგიც გამოიღო ყველა კარგად ხედავდით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში