„ნაციონალური მოძრაობა“ ხელვაჩაურის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

23 მაისი 2020, 15:02 1612 ნახვა

ხელვაჩაურის  მერიას  18 პროექტის შეწყვეტასა და ამ თანხებით ავტომობილების შეძენაში ადანაშაულებს ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი. მიშა ბოლქვაძის განცხადებით  ბიუჯეტში 6 მილიონი ლარის სეკვესტრი  მოხდა , რის პარალელურადაც  3 პიკაპის ტიპის  მანქანა ჩამოიყვანეს, რომლისთვისაც  200 ათასამდე ლარი დაიხარჯა. ბოლქვაძის  მტკიცებით  ახალ ავტომობილებს მერი, მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე იყენებენ. ვიცემერის განმარტებით კი  3 ავტომობილი ჯამში  174 ათასი ლარის ღირებულების  2019  წლის ბიუჯეტით,  დეკემბერში  შეიძინეს და ახლა ჩამოიყვანეს.

კახაბერ ფუტკარაძის განცხადებით  მერის ორმა მოადგილემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თავისი ავტომობილები  აიპი სამსახურებს  სოფლებში სამუშაოდ გადასცეს, ახალ ავტომობილებს  კი  თავად იყენებენ.  პროექტების შეწყვეტის მიზეზად  პანდემიას ასახელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში