კორონავირუსის ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა და 10 გამოჯანმრთელებული

21 მაისი 2020, 18:28 1737 ნახვა

კორონავირუსის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 1 ბოლნისის კლასტერია, დანარჩენი 7 კი, საკარანტინო სივრციდან. მათგან 2 არის მძიმე. ასაკობრივი სპექტრი განსხვავებულია. ორი ახალი პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან.  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 721 გახდა.  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10 - ით გაიზარდა და 485 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3 ათას 519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351 პირი რჩება.

აჭარის  ლაბორატორიებში ჩატარებული 348 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებული 35 პირის კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ბათუმში კლინიკა მედალფაში კვლავ ორი პაციენტი რჩება. აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა 20 დღეზე მეტია არ გამოვლენილა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში