ჩინეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 იმპორტირებული შემთხვევა გამოვლინდა

05 მაისი 2020, 10:55 748 ნახვა

ჩინეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 იმპორტირებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 82 ათას 881 პაციენტიდან 77 ათას 853 უკვე გამოჯანმრთელდა.  

რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო საერთო ჯამში 10 ათას 804 პაციენტიდან 9 ათას 283 გამოჯანმრთელდა და ამ დროისთვის, მკურნალობას 1267 პირი გადის.ისრაელში სავაჭრო ცენტრები და ღია ტიპის ბაზრობები მიმდინარე კვირის ხუთშაბათიდან გაიხსნება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით,შემსუბუქებული შეზღუდვების ფარგლებში უქმდება რეგულაცია, რომელიც მოქალაქეებს აიძულებდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან მხოლოდ 100 მეტრის რადიუსის მანძილით გადაადგილებულიყვნენ. გარდა ამისა, დასაშვები ხდება 20-მდე პირის შეკრება და ქორწილები, სადაც 50-მდე ადამიანი იქნება თავშეყრილი.

საბავშვო ბაღები ქვეყანაში კვირის ბოლოდან გაიხსნება, სპორტული და გასართობი დაწესებულებები კი ეტაპობრივად ივნისის შუა რიცხვებამდე განაახლებს ფუნქციონირებას.

ბოლო ინფორმაციით ისრაელში კორონავირუსის 16 ათას 246 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 235 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში