საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

23 მარტი 2020, 18:09 804 ნახვა

კორონავიურისის პრევენციის მიზნით, კიდევ უფრო მკაცრდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოღებული შეზღუდვები. ხვალიდან იზღუდება ყველა საქალაქათშორისო ტრასპორტის მოძრაობა, მათ შორის მატარებლით მგზავრების გადაყვანა, შეზღუდვა დღეს ღამის 12 საათიდან ამოქმედდება.

მოსახლეობის ნაწილი მთავრობას აკრიტიკებს, რადგან მათი თქმით რეგიონის მუნიციპალიტეტებში ან სხვა რეგიონებში უსახსრობის გამო ტაქსით ვერ წავლენ, ბათუმში კი პროდუქტებისა და მედიკამენტების მოსამარაგებლად ჩამოვიდნენ. როგორ უნდა მოიქცნენ ასეთი მოქალაქეები სახლში დასაბრუნებლად, კონკრეტული სამთავრობო გეგმა არ არსებობს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში