19 წლის ქალი სამმა კაცმა ძალის გამოყენებით გაიტაცა 

10 მარტი 2020, 11:13 3695 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული სამი მამაკაცი, რომლებმაც ახალგაზრდა ქალი იძულებით გაიტაცეს.  

ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ ოჯახის შექმნას გეგმავდა. 

ამ ტიპის გატაცებები დაახლოებით 20 წლის წინ ჩვეულებრივ კულტურის ნაწილად ითვლებოდა, როცა ქალებს არ ეკითხებოდნენ სურდათ თუ არა კონკრეტულ პირთან ქორწინება. ისინი ძალადობის მსხვერპლები ხდებოდნენ და დიდწილად ქალებს უკან, ოჯახში არც მშობლები აბრუნებდნენ, რითაც სრულად ირღვეოდა ადამიანის უფლება და კანონი.

ბოლო 15 წელია მსგავსი კანონდარღვევა შედარებით იშვიათად ფიქსირდება, თითქმის აღარ არის ქალაქებში, თუმცა გხვდება იმ რეგიონებში, სადაც ქალთა უფლების დარღვევა ხშირია. 

მსგავსი ფაქტი მარნეულში თებერვალში მოხდა. ბრალდებულმა 3 თანამზრახველთან ერთად 17 წლის გოგოს გაიტაცა. 

მომხდარს მაშინ სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ომბუდსმენმა თქვა, რომ არასრულწლოვანი გოგოს გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში